დღე II
უფრო საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგის მეორე დღე. ვფიქრობ, ეს გამოწვეული იყო უფრო მეტი პრაქტიკული მეცადინეობით.რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია საგამომცემლო პროგრამების სასარგებლო თვისებების უფრო უკეთ გაგება.დეტალურად განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული გაკვეთილის მომზადებისათვის საჭირო საკითხები. გავეცანით გამოცემის ნიმუშებს, შემდეგ კი ჩვენ თავად ვიმუშავეთ ტექსტური რედაქტორის გამოყენებით. შევქმენით საკუთარი შაბლონი, შევიტანეთ ცვლილებები მასში... მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნაცნობი იყო აღნიშნულ პროგრამა, მაინც ბევრი ახალი და საინტერესო პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები მივიღე. (მადლობა ნინოს ტექნიკური ოპერაციების განხორციელებაში დახმარებისათვის)...
დარწმუნებული ვარ, მომავალი ტრენინგისათვის საინტერესოდ და კარგად მექნება განხორციელებული ჩემი პროექტის გეგმა....
დღე I
მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა ტრენინგის პირველი დღე.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, აღნიშნული ტრენინგის დამთავრების შემდეგ უფრო ეფექტურად, ორგანიზებულად გამოვიყენებთ. რაც თავის მხრივ,გამოიწვევს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების ხაზგასმა.მოხდა ნიმუშის განხილვა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სწორედ გააზრებულად დაგეგმილი, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი დაეხმარება მასწავლებლებს განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები.
ერთნაირი დამოკიდებულა გაგვჩენია . მაინტერესებს ხვალინდელი დღე .
ОтветитьУдалитьAny new ideas to create a new project ?!
ОтветитьУдалитьgood luck :*
Thanks....
ОтветитьУдалитьწარმატებები
ОтветитьУдалитьმომწონს ეგ ყველაფერი,წარმატებები
ОтветитьУдалить