суббота, 26 октября 2013 г.

დღე V

მოდულში 3 გავეცანით პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილ შეფასების ფორმებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსები. ყურადღება გავამახვილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების ფორმებზე. თუმცა, ვფიქრობ, მეტად საყურადღებოა საავტორო უფლებების დაცვა და მათი კანონიერი გამოყენება. 

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე IV



        დღევანდელი დღე, ვფიქრობ, უფრო პრაქტიკული და საინტერესო იყო...შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი შეფასების გეგმის შედგენას, რათა უფრო ზუსტად განგვესაზღვრა , როგორ შეგვეფასებინა მოსწავლეთა საჭიროებები...
       მეტად საინტერესო იყო პრეზენტაციის მომზადება და მისი გამოქვეყნება.. ვფიქრობ, უფრო მეტი პრაქტიკული მუშაობის შედეგად, უფრო დავხვეწავ ჩემს მუშაობასა და სანამუშევარს....
 მადლობა ნინოს...

პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 19 октября 2013 г.

რეფლექსია - დღე III


     დღევანდელი დღე უფრო მეტი ინფორმაციით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ სტანდარტის შედეგები, რომელთა მიღწევაც გვინდა პროექტზე მუშაობისას. მათზე დაყრდნობით განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო  "განახლებული ბლუმის ტაქსონომია" და "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები".
    ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების განსაზღვრით შესაძლებელი გახდება მოვახდინოთ პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე....ეს კი დაგვეხმარება საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევაში....

суббота, 12 октября 2013 г.

პროექტის შინაარსი

      მოსწავლეები შეისწავლიან ბარათების შექმნის ისტორიას,მათ დანიშნულებას, წერის სტილს, რითაც მოხდება სხვადასხვა შინაარსის ბარათების შედარება, მათი თავისებურებების გამოკვეთა. მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიგებენ მარტივ კორესპონდენციას,ამოიცნობენ საკომუნიკაციო სიტუაციას, ავტორის/ადრესატის მისამართს. ასევე ამოიცნობენ ემოციებს, დამოკიდებულებებს...

რეფლექსია



დღე II
     უფრო საინტერესო აღმოჩნდა ტრენინგის მეორე დღე. ვფიქრობ, ეს გამოწვეული იყო უფრო მეტი პრაქტიკული მეცადინეობით.რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია  საგამომცემლო პროგრამების სასარგებლო თვისებების უფრო უკეთ გაგება.დეტალურად განვიხილეთ პროექტზე დაფუძნებული გაკვეთილის მომზადებისათვის საჭირო საკითხები. გავეცანით გამოცემის ნიმუშებს, შემდეგ კი ჩვენ თავად ვიმუშავეთ ტექსტური რედაქტორის გამოყენებით. შევქმენით საკუთარი შაბლონი, შევიტანეთ ცვლილებები მასში... მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ნაცნობი იყო აღნიშნულ პროგრამა, მაინც ბევრი ახალი და საინტერესო პრაქტიკული და სასარგებლო რჩევები მივიღე. (მადლობა ნინოს ტექნიკური ოპერაციების განხორციელებაში დახმარებისათვის)...
   დარწმუნებული ვარ, მომავალი ტრენინგისათვის საინტერესოდ და კარგად მექნება განხორციელებული ჩემი პროექტის გეგმა....



დღე I
    მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა ტრენინგის პირველი დღე.მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიყენებთ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში, აღნიშნული ტრენინგის დამთავრების შემდეგ უფრო ეფექტურად, ორგანიზებულად გამოვიყენებთ. რაც თავის მხრივ,გამოიწვევს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
    განსაკუთრებით საინტერესო იყო პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობების ხაზგასმა.მოხდა ნიმუშის განხილვა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სწორედ გააზრებულად დაგეგმილი, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროცესი დაეხმარება მასწავლებლებს განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები.