суббота, 9 ноября 2013 г.

დღე VIII

ჩემთვის ყველაზე სასარგებლო და ინფორმაციული გამოდგა დღევანდელი დღე. რესურსების უკეთ ორგანიზება, რომ სწორი მიმართულება მივცე მოსწავლეებს,  ხელს შემიწყობს მე, როგორც მასწავლებელს,  მოსწავლეზე ორიენტირებული გაკვეთილის უკეთ ჩატარებაში.  ფასილიტაციის რესურსების შექმნა მეტად პროდუქტიული იქნება საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებლად. ეს კი დამეხმარება სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.
მადლობა

воскресенье, 3 ноября 2013 г.

დღე VII
         დღეს ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე, ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და რუბრიკები...შევქმენით დამატებითი მასალა მოსწავლეთა გეზის მისაცემათ.
           საინტერესო აღმოჩნდა "განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული  მოსწავლეების სწავლება პროექტებით" განხილვა. ამით მოსწავლეები თავიანთ ცოდნას
წარმოაჩენენ ისე, რომ ხაზს გაუსვამენ  თავიანთ ინტერესებს, შემოქმედებითობასა და ძლიერ მხარეებს. 
         გავეცანით ბლოგის დამატებით შესაძლებლობებს.... 

суббота, 26 октября 2013 г.

დღე V

მოდულში 3 გავეცანით პრეზენტაციისა და მოსწავლეთა საჭიროებების მოკვლევის მიზნით შექმნილ შეფასების ფორმებს. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსები. ყურადღება გავამახვილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებასა და მათი შეფასების ფორმებზე. თუმცა, ვფიქრობ, მეტად საყურადღებოა საავტორო უფლებების დაცვა და მათი კანონიერი გამოყენება. 

воскресенье, 20 октября 2013 г.

დღე IV



        დღევანდელი დღე, ვფიქრობ, უფრო პრაქტიკული და საინტერესო იყო...შევქმენით ერთ-ერთი მიზნის შეფასების ფორმა და მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა. საპრეზენტაციო პროგრამაში მონახაზის შექმნა. კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი შეფასების გეგმის შედგენას, რათა უფრო ზუსტად განგვესაზღვრა , როგორ შეგვეფასებინა მოსწავლეთა საჭიროებები...
       მეტად საინტერესო იყო პრეზენტაციის მომზადება და მისი გამოქვეყნება.. ვფიქრობ, უფრო მეტი პრაქტიკული მუშაობის შედეგად, უფრო დავხვეწავ ჩემს მუშაობასა და სანამუშევარს....
 მადლობა ნინოს...

პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 19 октября 2013 г.

რეფლექსია - დღე III


     დღევანდელი დღე უფრო მეტი ინფორმაციით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ სტანდარტის შედეგები, რომელთა მიღწევაც გვინდა პროექტზე მუშაობისას. მათზე დაყრდნობით განვსაზღვრეთ სასწავლო მიზნები... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო  "განახლებული ბლუმის ტაქსონომია" და "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები".
    ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვების განსაზღვრით შესაძლებელი გახდება მოვახდინოთ პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე....ეს კი დაგვეხმარება საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევაში....

суббота, 12 октября 2013 г.

პროექტის შინაარსი

      მოსწავლეები შეისწავლიან ბარათების შექმნის ისტორიას,მათ დანიშნულებას, წერის სტილს, რითაც მოხდება სხვადასხვა შინაარსის ბარათების შედარება, მათი თავისებურებების გამოკვეთა. მოსწავლეები წაიკითხავენ და გაიგებენ მარტივ კორესპონდენციას,ამოიცნობენ საკომუნიკაციო სიტუაციას, ავტორის/ადრესატის მისამართს. ასევე ამოიცნობენ ემოციებს, დამოკიდებულებებს...